აშშ პოლონელებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, „ძალიან მალე“ პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
ამის შესახებ ნიუ-იორკში აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„ვმუშაობთ გაუქმებაზე – პოლონეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. ამჟამად სტრუქტურას ვამუშავებთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ პოლონელ ხალხს უთხრათ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გააკეთა, ვერავინ სხვამ ეს ვერ შეძლო ამდენი ხნის განმავლობაში, როგორც იცით“,- უთხრა ტრამპმა პოლონელ კოლეგას.
ამჟამად პოლონეთში აშშ-ის საკონსულოში ვიზაზე უარის თქმის მაჩვენებელი 2,8%-მდე შემცირდა. აღნიშნული კი, 0,2% ნაკლებია იმ დონეზე, რომელიც საჭიროა უვიზო პროგრამაში მოხვედრისთვის.
აღსანიშნავია, რომ დუდას აშშ-ის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სამხედრო დეკლარაციას, რომლის მიხედვით, შეერთებული შტატები პოლონეთში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას გაზრდის.