პუერტო-რიკოში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
პუერტო-რიკოს სანაპიროსთან 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.