უკრაინის მმართველი პარტიის წევრი: „ნატოში არავინ გველოდება, საქართველოს უფრო მიიღებენ“
უკრაინამ ნატოში შესვლის ინიციატივას უნდა გადახედოს, რადგან იქ მას აშკარად არ ელოდებიან.
ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მონას“ წევრმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„იქ არ გველოდებიან. საქართველოს უფრო მიიღებენ. უკრაინაზე საკითხი საერთოდ არ დგას“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.
მისივე თქმით, ფინეთის მოდელის მომხრეა, რომელიც ალიანსთან ურთიერთობაშია, თუმცა მისი წევრი არ არის. „ისინი ნატოში იმაზე მეტად არიან ინტეგრირებული, ვიდრე ალიანსის რიგი წევრები, მაგალითად, ავსტრია ან უნგრეთი. მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ ამას კონსტიტუციაში არ ჩავწერთო“, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.