შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე ირმა ნადირაშვილი მივიდა

2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალებისას უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი მივიდა.

,,ცუდი გამოცდილება გვაქვს, როცა თაროებზე წლობით იდება საქმეები და გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს საკითხი ასეთი ტიპის გახდეს და ერთი თვის თავზე ჩვენ შუალედურ ინფორმაციას მოვითხოვთ, თუ არ მივიღებთ, დღის წესრიგში დავაყენებთ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას’’- განცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას 19 სექტემბერს ,,ევროპულმა საქართველომ“ მიმართა. ირმა ნადირაშვილის თქმითვე, წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა კორუფციის სავარაუდო ფაქტს და ამაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საქმეებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების საქმეზე უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები