არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულებს 10 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ბრალდებულები დ.მ., ვ.ხ., შ.მ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლ.გ. ასევე დამნაშავედ ცნეს.

ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დ.მ.-ს, ვ.ხ.-ს, შ.მ.-ს და პ.დ.-ს ერთ-ერთი ოჯახიდან რამდენიმე ათასი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, განზრახული ჰქონდათ აღნიშნული ოჯახის წევრის, არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მძევლად ხელში ჩაგდება.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ლ.გ.-მ ნამდვილად იცოდა აღნიშნული დანაშაულის მომზადების შესახებ, თუმცა არ შეატყობინა პოლიციის ორგანოებს.

სამართალდამცველებმა დ.მ., ვ.ხ., შ.მ., პ.დ. და ლ.გ. 2018 წლის 26 დეკემბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასმართლომ დ.მ., ვ.ხ., შ.მ., პ. დ. და ლ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.მ.-ს, ვ.ხ.-ს , შ.მ.-ს და პ.დ.-ს 10-10 წლით, ხოლო ლ.გ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები