კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა

კიევის ცენტრში, გვიან ღამით, რამდენიმე აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებას ვისკოზნის ქუჩაზე მდებარე ქარხანაში გაჩენილი ხანძარი უძღოდა წინ. ქარხანაში ნავთობპროდუქტების რამდენიმე აუზს ცეცხლი გაუჩნდა.
პოლიციამ ახლოს მდებარე ქუჩები გადაკეტა.
ხანძრის ქრობაში 75 მეხანძრეა ჩართული.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები