ბორჯომში, სოფელ რველში შიდა გზა ეწყობა

ბორჯომში, სოფელ რველში კოშკის უბანში გზის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. აქ ჯამში 1კმ სიგრძის რკინა-ბეტონის გზა დაიგება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სახიდე გადასასვლელი, სანიაღვრეები და ცხაურები.
ამ მონაკვეთზე გზის საფარი არასოდეს ყოფილა. რთული რელიეფის გამო ფეხით მოსიარულეებისა და ტრანსპორტისათვის გადაადგილება განსაკუთრებულ დისკომფორტს წარმოადგენდა.
რამდენიმე დღში ადგილობრივები ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები