ბუბა გობეჯიშვილმა ბოლნისში, მუშევანსა და დარბაზში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ლადო ასათიანისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებს შორის ჩამავალი სანიაღვრე ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

ობიექტზე ბეტონის ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები 26 ოქტომბერს დასრულდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ მუშევნამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს. სექტემბრის ბოლოდან მოსახლეობას უკვე ბეტონის გზით სარგებლობა შეეძლება.

ბუბა გობეჯიშვილი სოფელ დარბაზში ახლადრეაბილიტირებული გზის დასრულებულ სამუშაოებსაც გაეცნო. სოფელში შიდა გზაზე ასფალტი დაიგო და ხევის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები