ხობში ლოკოკინების ფერმა – „ნადი გრუპი“ ამოქმედდა

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა – „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

სოფლის მეურნეოების სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1 410 000 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

უწყების ცნობით, ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის ხორცს აწარმოებს, პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში იყიდება, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივია დასაქმებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორ ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლოკოკინების ფერმა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები