თორნიკე რიჟვაძე: ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას გვაქვს, არის ხალხის სამსახური

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარის, დიოკნისის, ოქრუაშვილების მოსახლეობას შეხვდა.

როგორც “კვირას”აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულეს და მოსახლეობისგან მათი საჭიროებების და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

,,ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაქვს, არის ხალხის სამსახური. ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, შეხვედრები მოსახლეობასთან იყოს რეგულარული.ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. პრაქტიკულად, აჭარაში, ორი წლის პერიოდში, ჩვენ არ გვექნება არც ერთი სოფელი, დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების სისტემის და გზის გარეშე. ის მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს, უნდა გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში ჩართული იქნება ხელისუფლების ყველა შტო, თითოეული საჯარო მოხელე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ და გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას.

გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც აქტიურად ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტში. მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ხულოსა და დიოკნისის საჯარო სკოლებს. დაგეგმილია ორი ახალი სკოლის მშენებლობა. ასევე, დაბა ხულოში გაიხსნა პროფესიული სასწავლებელი. მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და საბავშვო ბაღების მშენებლობა. მიმდინარე წელს ხულოში სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები