ქეთევან ციხელაშვილი: თავი უნდა შევიკავოთ, ისეთი თემებით სპეკულაციისგან, როგორიცაა ოკუპაცია და გასაჭირი

ისეთი თემებით სპეკულაცია, როგორიცაა ოკუპაცია და გასაჭირი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, თავი უნდა შევიკავოთ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტის წინ გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობს.

„ოკუპაციის დასაძლევად და ჩვენი საზოგადოების გასაერთიანებლად ჩემთვის ყველა ის მუხტი, რომელიც შეიძლება ამის ირგვლივ არსებობდეს კონსტრუქციულად და მშვიდობიანად, არის მისაღები. მე პოლიტიკურ, სხვა ლოზუნგებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავრობა მუშაობს და გვაქვს საქმიანი მიდგომა.

მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ისეთი თემებით სპეკულაცია, მაგალითად, როგორიცაა ოკუპაცია და გასაჭირი, რომელიც ჩვენს ქვეყნას აქვს, თავი უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები