რუსთავში “ეკონომიკური ფორუმი-2019” გაიმართა

რუსთავში ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, ყოველი წლის შემოდგომაზე “რუსთავქალაქობის” ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. ფორუმის ორგანიზატორი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაა.
რუსთავის ეკონომიკურ ფორუმში,  ქალაქში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ექვსი ქვეყნის – პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, თურქეთისა და ბელარუსის 9 ქალაქის, კერძოდ, პლოცკის, პანევეჟისის, ივანო-ფრანკივსკის, ჩერკასის, ხმელნიცკის, დაუგავპილსის, აიდინის, ინეგოლის,   ჟოდინოს ხელმძღვანელმა პირებმა,  ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს. ფორუმს საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა მხეიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლების, რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოებისა და კერძო-სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ქალაქში მოქმედი საწარმოების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი. სპეციალურ სტენდებზე განთავსებული იყო ინფორმაცია წარმოება-დაწესებულებების შესახებ.
ეკონომიკური ფორუმი რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს. ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა უცხოელ სტუმრებს ადგილობრივი ბიზნესის შესაძლებლობები და პერსპექტივები, პრეზენტაციების სახით წარუდგინეს. ფორუმის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარდგნენ რუსთავში მოქმედი საწარმოების ხელმძღვანელი პირები და უცხოელი სტუმრებიც.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ,,ეკონომიკური ფორუმი-2019“  მიზნად ისახავს, ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის  წარმოჩენას, ბიზნესმენებს შორის ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობასა და ახალი, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები