მსოფლიო დასუფთავების დღეებს კახეთიც შეუერთდა

მსოფლიო დასუფთავების საერთაშორისო დღეებს კახეთის რეგიონიც შეუერთდა. თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქალაქის რამდენიმე ადგილი დაასუფთავეს. როგორც “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” რეგიონის კოორდინატორმა, ნუგზარ გაბუნიამ “კვირასთან” აღნიშნა, მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალი თაობისთვის სტიმულის მიმცემია, რომ გარემოზე ზრუნვა ისწავლონ. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონს მინიჭებული „ყველაზე სუფთა რეგიონის“ წოდება შეუნარჩუნდეს.
“საქართველო 10 წელიწადზე მეტია შეუერთდა მსოფლიო დასუფთავების დღეებს. კახეთს აქვს საკმაოდ დიდი წარმატებები ამ კუთხით, გამოვირჩევით საქართველოში. 5 წლის წინ, ახმეტის მუნიციპალიტეტი გახდა ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი, მიმდინარე წელს კი კახეთს მიენიჭა “ყველაზე სუფთა რეგიონის ” სტატუსი და ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ეს წოდება”, -აღნიშნა ნუგზარ გაბუნიამ.
დასუფთავების დღეები სექტემბერში მსოფლიოს მასშტაბით იმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები