კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა, თბილისი მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ, სკოლის მოსწავლეებმა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მოხალისეებმა და კამპანია „გარემოს გულისათვის“ პარტნიორმა ორგანიზაციებმა მიიღეს.
ინიციატივა საქართველოს მასშტაბით, დანაგვიანებული ადგილების შემცირებას და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
კამპანიის ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკში თბილისის სკოლებს შორის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც სკოლა “სერვანტესმა” გაიმარჯვა.
CENN USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას – „გარემოს გულისათვის“ (Keep Georgia Beautiful), რომლის მიზანიც გარემოზე ზრუნვაა, მთავრობის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით. კამპანია უკვე 27 ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სკოლებს, რომლებიც  მათ მიერ ნაშვილები ტერიტორიების სისუფთავეზე ზრუნავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები