საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივებს კონსულტაციები ჩაჩავას, ჟვანია-კარაფსმედლაინის, ჯავრიშვილისა და ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ადგილზე ესარგებლა ფტიზიატრის, ოფთალმოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, უროლოგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ტრამვატოლოგისა და ფსიქოლოგის კონსულტაციით, ასევე საჭიროებისამებრ ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევაც.

სამედიცინო კვლევების აქციაზე  შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და რწმუნებულის მოადგილე, ნუგზარ სამხარაძე იმყოფებოდნენ.
“სამედიცინო კვლევები სამომავლოდაც იგეგმება, რათა მოსახლეობას ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად და უფასოდ გაეწიოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. აქციაში, გარდა მერეთისა და სამთავისის მოსახლეობისა, ახლო მდებარე სოფლების მცხოვრებლებიც ჩაერთვნენ.

აქციის ფარგლებში, ბავშვთა კვების კომპანიამ “ჰუმანა” 100-მდე პატარას საჩუქრად გერმანული წარმოების ბავშვთა კვების პროდუქტები გადასცა”,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები