გორში ევროპის სპორტის კვირეული გაიმართება

ევროპის სპორტის კვირეული გორში, 23-დან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. კვირეული “ახალ ბაღში” მდებარე გაბუნიას სახელობის საფეხბურთო მოედანზე გაიხსნება.

სპორტულ შეჯიბრებებში საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს თასები და სიგელები გადაეცემათ. მარათონის გამარჯვებული მონაწილეები კი მოპოვებული საპრიზო ადგილების გათვალისწინებით 300, 200 და 100 ლარით დასაჩუქრდებიან. საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს გასულ წელს შეუერთდა.

“ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #BeActive) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები