აბაშაში ორდღიანი სახალხო დღესასწაული “აბაშობიდან აბაშობამდე” გაიხსნა

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, აბაშის მუნიციპალიტეტში ორდღიანი სახალხო დღესასწაული “აბაშობიდან აბაშობამდე” გაიხსნა. სახალხო დღესასწაულის პირველი დღე სპორტულ და საცხენოსნო შეჯიბრებებს დაეთმო: დოღი, მარულა, ისინდი და ცხენფურთი. შეჯიბრებებში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საცხენოსნო გუნდები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ დიპლომები, თასები და სიმბოლური თანხა გადაეცათ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მაკალათიას განცხადებით, სახალხო დღესასწაული რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად იმართება და მივიწყებული ადათ-წესების აღდგენას ემსახურება. სახალხო დღესასწაულს მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ოთარ დანელია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კოსტანტინე კაკავა და ასევე, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები