კავკასიის ხალხთა მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ-ფოლკლორული ფესტივალი ზვიად გამსახურდიას იუბილეს მიეძღვნა

0

კავკასიის ხალხთა მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ-ფოლკლორული ფესტივალი, რომელსაც ანაკლია მასპინძლობს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში, გამოიფინა ჩერქეზი მხატვრის, ჯანტი ბაშის ნამუშევრები, რომლის შემოქმედებაც ჩერქეზული მითოლოგიის მოტივებს ეფუძნება. კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში, ასევე პირველად გაიმართა კავკასიის ხალხთა მამაკაცის და ქალის თავსაბურავების გამოფენა.
ღონისძიებაზე წარადგინეს კავკასიური პოეზიის კრებული, რომელიც ერთ წიგნში აერთიანებს ქართველი, ჩერქეზი, აფხაზი, ჩეჩენი, ინგუში, ხუნძი, დარღუელი და ოსი პოეტების ლექსებს და პოემებს. ასევე მათ თარგმანებს კავკასიელ ხალხთა ენებზე.
ანაკლიის ფესტივალზე კავკასიელი მწერლები. მათ შორის ინგუშეთის სახალხო მწერალი ისა ქაძოევი იმყოფება.

ღონისძიების მასპინძელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიაა, ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრთან ერთად. ფესტივალისთვის ზუგდიდის მერიამ 10 ათას ლარამდე გამოყო.

კომენტარები

კომენტარი