ფეიქრების ქუჩაზე, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გაჩნდა

0

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ GWP-ს საწყობში, ხანძარი გაჩნდა.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ.
​მათივე ცნობით, ცეცხლის გავრცელების საფრთხეც არსებობდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
ფეიქრების ქუჩაზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ამ დროისთვის ხანძალრი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი