ქუთაისი დასუფთავების აქციას შეუერთდა

0

ქუთაისში დასუფთავების აქცია ჩატარდა. ქალაქის ცენტრალური ზონის დასუფთავებაში მონაწილეობა ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მოქალაქეებმა,  ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეებმაც მიიღეს.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა. მე ვფიქრობ, ყველა ადამიანი უნდა უფრთხილდებოდეს გარემოს. ზოგადად, გარემოში ნაგვის ადგილი არ არის. ნარჩენები უნდა განთავსდეს იქ, სადაც მისთვის განკუთვნილი ადგილია”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქეთევან ცხაკაიამ.

აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქცია ქუთაისის გარდა, სხვა რეგიონებშიც ჩატარდა და მაში მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. აქცია პროექტის -“მდინარეები ნარჩენების გარეშე, სუფთა შავი ზღვა”ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი