“დიდი პატივია, პატარა პრინცებსა და პრინცესებს ვუმასპინძლოთ”- ქედაში ბავშთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

0

ქედის მუნიციპალიტეტი ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის ,,TOP TEEN & CHILD MODEL OF THE PLANET’ -2019 “ მონაწილეებსა და წარმომადგენლებს უკვე მეორე წელია მასპინძლობს, რომელიც სამოდელო სააგენტო ,,კატრინი-ს“ ორგანიზებით იმართება.
14 ქვეყნის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქედის ისტორიული მუზეუმი, ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში მოწყობილი ეთნოგრაფიული გამოფენები, ესიამოვნათ ქართული ფოლკლორით და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კულინარია.
სტუმრებს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ და თვითმმართველობის თანამშრომლებმა უმასპინძლეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.
“ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს 14 ქვეყნის დელეგატს – პატარა პრინცებსა და პრინცესებს, მათ მშობლებს და ორგანიზატორებს ვუმასპინძლოთ და შევეცადოთ ისეთი თბილი დახვედრა მოვუწყოთ, სასიამოვნო მოგონებად რომ დარჩეთ, ან თუმდაც კვლავ სტუმრობის სურვილი რომ გაუჩნდეთ. ფოტოები, რომლებსაც აქედან წაიღებენ, დარწმუნებული ვარ ამის ინსპირაცია იქნება. მსგავსი ტიპის ღონისძიებები უფრო ცნობადს გახდის ჩვენს მხარეს, ფოლკლორს, ტრადიციებს! ‘’ – აღნიშნა ლევან გორგილაძემ.
დღის ბოლოს სტუმრებმა მახუნცეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი