ბათუმში ერთ-ერთი საწარმო ნახევარფაბრიკატებს დაობებული ხორცით ამზადებდა

0

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, შპს ,,ნატურალ ფუდის” საწარმოში გაფუჭებული ხორცი აღმოაჩინეს. კომპანია სარეალიზაციოდ ნახევარფაბრიკატებს ამზადებს. დაობებული და უვარგისი ხორცის გარდა გაფუჭებული ყველიც იქნა აღმოჩენილი.

კადრები გადაცემა “სახალხო კონტროლმა” გადაიღო. ადგილზე იმყოფებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც, რომლებმაც საწარმო 1000ლარით დააჯარიმა.

“თავისთავად საშიშია როდესაც ხორცი სტანდარტების შეუსაბამოდ ინახება. პროდუქტი გაურკვეველი წარმომავლობისაა და ამგვარ პირობებში შენახვა ყოვლად დაუშვებელია”,- აცხადებენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი