დასუფთავების მსოფლიო დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი გოგლიჩიძე, მერის მოადგილე – ელგუჯა კვეტენაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ – ის თანამშრომლები, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- „დედამიწის მეგობრები“, ასევე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის თანამშრომლები დასუფთავების მსოფლიო დღეს შეუერთდნენ.
აქციის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სტაროსელსკის ქუჩა დასუფთავდა. მსოფლიო აქციაში საქართველო – პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ერთვება. დასუფთავების აქციები, კამპანიის ფარგლებში 3 დღის მანძილზე გაგრძელდება.
21 და 22 სექტემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წყალსადენის დასახლების და დაბა შორაპნის ცენტრალური მაგისტრალის დასუფთავება იგეგმება.