„აჭარის სოფლების 200 000-ზე მეტ მოსახლეს  წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა ექნება“

0

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი დაიწყო, რომლის  ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა შეიქმნება.

დღეს ხელი მოეწერა აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დაწყებას. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ევროკავშირის დელეგაციის ატაშე საქართველოში – ალექსანდრე დარასი, KFW-ს პროექტების მენეჯერი -ბერნდ ჰასელი, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები და აჭარის წყლის ალიანსის ხელმძღვანელი პირები.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც  წინაპირობაა იმისა, რომ აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ  მოსახლეს წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა ექნება.

სოფლებში  აღნიშნული გამოწვევები მნიშვნელოვანია  და პროექტი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ყველა სოფელს, დაბას აჭარაში ჰქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტზე ცნობილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები MACS და Fichtner იმუშავებს. „აჭარის წყლის ალიანსისა“ და მუნიციპალიტეტების ტექნიკურ დახმარებასა და ინსტიტუციურ მხარდაჭერას კი კომპანია MACS განახორციელებს. წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განსახორციელებლად 50 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი.

 

კომენტარები

კომენტარი