სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობა იწყება

0

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კომპანია შპს „ალგეთის“ დირექტორმა, შალვა შალვაშვილმა მოაწერეს. შეხვედრას კომპანიის დირექტორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

​პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი რეზერვუარი და ჭაბურღილი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს. გარდა ამისა, სოფლის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება შიდა წყალმომარაგების ქსელები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლის შემოდგომიდან, სოფლის 2000-მდე მაცხოვრებელი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,678,926.15 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი