ღია დიალოგის რეჟიმში ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

0

ღია დიალოგის რეჟიმში ოზურგეთის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. „ამგვარი შეხვედრების ფორმატი მოსახლეობას საშუალებას აძლევს ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ საკითხებზე ისაუბროს, რომლის მოგვარებაც პირველ რიგის აუცილებლობაა. მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაცია გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის და სახელმწიფო პროექტების დაგეგმვის პროცესის დროს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება.

კომენტარები

კომენტარი