პორტუგალიაში, ისტორიული ბაღების ევროპული კავშირი გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს განიხილავს

პორტუგალიაში, ისტორიული ბაღების ევროპული კავშირი გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს განიხილავს.
ახალი წევრი ქვეყნის კავშირში მიღების შესახებ ქალაქ სინტრაში ხვალ იმსჯელებენ, სადაც ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის III საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით – „ახალი ერა ისტორიული ბაღების მართვასა და შენარჩუნებაში” მიმდინარეობს.
ფორუმს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის – ნიკოლოზ ანთიძის ხელმძღვანელობით, პირველად ესწრება საქართველოს დელეგაცია. საქართველოსთან ერთად, ევროპული გაერთიანების წევრობის კანდიდატია გერმანიაც.
ისტორიული ბაღების ევროპული კავშირი ქმნის „ისტორიული ბაღების მარშრუტს”, რომელიც ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებში წევრიანდება. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში შესვლის შემთხვევაში, საქართველო ავტომატურად ჩაერთვება ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში, სადაც ის 5 ისტორიული ბაღით იქნება წარმოდგენილი: თბილისის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და წინანდალის ჭავაჭვაძეების ისტორიული ბაღი.
ევროპულ მარშუტში საქართველოს ისტორიული ბაღების გაწევრიანება საქართველოს საბაღე-საპარკე ხელოვნების ძეგლებზე ისტორიული ბაღებით დაინტერესებული ვიზიტორების რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში ამ დრომდე მხოლოდ 3 ქვეყანა: ესპანეთი, იტალია და პორტუგალიაა გაწევრიანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები