რუსთავქალაქობა 2019 – როგორ ხვდება ქალაქი ამ დღეს

0

ტრადიციული რუსთავობა, რომელიც ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება, წელს სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღესასწაული 20 სექტემბერს 16.00.სთ-ზე, მეგობრობის გამზირზე, რუსთავის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოებით, ფერების ფესტივალით და ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“-ს კონცერტით გაიხსნება. კონცერტის მსვლელობისას გაიმართება დრამერების შოუც.

21 სექტემბერს რუსთავის ცენტრალურ პარკში, რუსთავის ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15:00სთ-დან ეთნოფესტივალი დაიწყება, სადაც ქართული ფოლკლორული საცეკვაო და მუსიკალური ნომრების გარდა, რუსთავქალაქობის სტუმრები, ეროვნული კერძების დაგემოვნებასაც შეძლებენ და ხალხური რეწვის, ხატწერის ნიმუშების, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენასაც დაათვალიერებენ. 20.00. სთ-დან კი, ეთნოფესტივალს ჯგუფები: ,,ჩვენებურები“, ,,თუთარჩელა“, ,,მე რუსთველი“, ,,იამბიკო“, და ,,სალხინო“ გააგრძელებენ.

22 სექტემბერს რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ისევ რუსთავის ცენტრალურ პარკში გაგრძელდება, სადაც 14.00. სთ-დან ( ოთხი ფანტანის მიმდებარე ტერიტორია) სპორტული ატივობები: ქუჩის კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მხიარული სტარტები, მაგიდის ჩოგბურთი და სხავადსხვა სამაგიდო თამაშები გაიმართება, მოეწყობა ასპარეზობა სპორტის პარაოლიმპიურ სახეობებშიც. 20.00.სთ-ზე, რუსთავქალაქობა 2019-ის დასკვნითი ღონისძიება დაიწყება, სადაც საპატიო რუსთაველის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ნეკა სებისკვერაძე და დათო ნოზაძე, ქართული მუსიკის კონცერტით მიულოცავენ დღესასწაულს რუსთაველებს.

რუსთავქალაქობის დღესასწაული, რუსთავში, ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება, წელს ქალაქის დღესასწაულს რუსთაველები უკვე მეოცედ აღნიშნავენ. რუსთავქალაქობა 2019-ის აღსანიშნავად რუსთავს, ექვსი სხვადასხვა ქვეყნის-პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, თურქეთის და ბელარუსის, რუსთავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესტუმრებიან, რომლებიც 21 სექტემბრისთვის, რუსთავქალაქობის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი