თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა

0

სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 86 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა.

პროცესზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი აბელაშვილი დაიკითხა, რომელიც უმცროსი ომარ გამყრელიძის დაკავებაში იღებდა მონაწილეობას. აბელაშვილმა დეტალურად გაიხსენა მიმდინარე წლის 7 მაისს დაკავების ოპერაცია.
მოწმის სახით ასევე დაიკითხა ინსპექტორ – გამომძიებელი დავით ბარამაშვილი, რომელიც მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. სამართალდამცველმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ოქმის შედგენისას სოფელ ყანდაურაში მერის წარმომადგენელი იმყოფებოდა. სასამართლოს კი დაცვის მხარემ მტკიცებულების სახით ექსპერტის დასკვა წარუდგინა. ადვოკატის გილერი ენდელაძის თქმით, უფროსი ომარ გამყრელიძის მიმართ პოლიციაში სამართალდამცველების მიერ ძალადობა მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება. დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ საქმის მასალებს აღნიშნული მონაცემები მხოლოდ ინფორმაციის სახით დაერთვება.

დღევანდელ სასამართლო პროცეს ორივე ბრალდებული ესწრებოდა, მათ შორის უფროსი ომარ გამყრელიძე, რომელიც მოსამართლემ 9 სექტემბრს სასამართლო დარბაზიდან 2000 ლარის გირაოს სანაცვლოს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი