ზუგდიდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე. ერთმანეთს  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო დახმარებას შემთხვევის დროს ავადმყოფი გადაჰყავდა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულებს ამ დროისთვის კვლევები უტარდებათ.
“4 ქალბატონია მოყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,იმყოფებიან ემერჯენსის განყოფილებაში,უტარდებათ კვლევები და შესაბამისი მკურნალობა”, – განაცხადა სულხან ორჟონიამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ 276 მუხლის 2-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები