ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში, უბილეთო მგზავრები 5 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დაჯარიმდებიან

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსებში, უბილეთო მგზავრები  5 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დაჯარიმდებიან. გადაწყვეტილებას მხარი დღეს გამართულ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაუჭირეს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ავტოტრანსპორტის იურისტის მარად სანიკიძის განცხადებით, ჯარიმის გაზრდის მიზეზი ის გარემოებაა, რომ ამ დრომდე არსებულ ჯარიმას პრევენციის ხასიათი არ ჰქონდა.

“უბილეთოდ მგზავრობის სტატისტიკა ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 2000-დან 2500-მდე იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი ახალი სანქციით შემცირდება”, – განაცხადა მარად სანიკიძემ.

ჯარიმის გადახდის ვადა 30 დღეა და გადაუხდელობის შემთხვევაში თანხა ორმაგდება. კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტმა მხარი 29 მაისს დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები