ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრები გრძელდება

0

ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ტიტე აროშიძესთან და ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად ღორჯომის, დიდაჭარის, აგარის და საციხურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტულ საკითხებს გაეცნენ და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს. ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილობრივებმა პრიორიტეტად, შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის პროგრამის გაგრძელება, საბავშვო ბაღის მშენებლობა და სასმელი წყლის მიწოდება დაასახელეს, რაზეც ხელმძღვანელმა პირებმა დახმარება აღუთქვეს. ხულოს მერის ინიციატივით, მსგავსი ტიპის აუდიენცია მოსახლეობასთან ყოველ ოთხშაბათს იმართება. მომავალი შეხვედრა ვაშლოვანისა და დეკანაშვილების ადმინისტრაციულ ერთეულში შედგება.

კომენტარები

კომენტარი