ასპინძაში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა 

0

დაბა ასპინძაში, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რაც 61 700 ლარს შეადგენს. საავტომობილო გზის მხარეს ბაზალტის, ხოლო პარკის შიგნით ჩამკეტი ბორდიურები მოეწყობა. გამწვანდება პარკის ტერიტორია, გარე განათების ბოძები დამონტაჟდება და  ახალი საბავშვო ატრაქციონი დაიდგმება.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა, საბოლოო მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელიწადი იქნება. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს “ექსიმ მეიდმა” მიიღო, სამუშაოების შესასრულებლად კი 55 500 ლარი მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი