ნინო ლომჯარია: პროკურატურას ეფექტური საგამოძიებო პროცესი, მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება სჭირდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ, რომელიც დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აცნობს.

ლომჯარიამ გამოსვლა სიცოცხლის უფლების დაცვის მდგომარეობით დაიწყო და თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის გამოძიებაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ეფექტიანობაზე და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, მკვლელობის გამოძიების მასალებში არსებული ხარვეზებზე ისაუბრა.

„მოგიწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განიხილოთ საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, შეაფასოთ სიცოცხლის უფლების გამოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეთ პროკურატურას. დღეს საქართველოს პროკურატურას სჭირდება ეფექტური საგამოძიებო პროცესი, მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
ამასთან, გამოძიების ხშირი გაჭიანურების ფონზე, აუცილებლად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავაჟღერო ამ დარბაზში ინიციატივა, რომ გაიზარდოს ჩვენი მანდატი და არა მხოლოდ დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გვქონდეს წვდომა, არამედ მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებითაც, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობის შესაფასებლად და დასადგენად“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები