ქუთაისში “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019” გაიმართა

“მეცნიერება წარმატებისთვის“ ამ სახელწოდებით ქუთაისის ცენტრალურ ბაღში “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის” ფარგლებში, სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის მერიაა. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო ინტერაქციული გამოფენები. გაიმართა ზვიად ციკოლიას ლექცია “გზა წარმატებისკენ”. პიკნიკზე ასევე, წარმოადგინეს  ელექტრომობილი, რომლის ანალოგის წარმოებაც ქუთაისის ელექტრობილების საწარმოში 2020 წელს დაიწყება.

დღევანდელ დღეს ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი კონცერტი დაასრულებს.

https://www.youtube.com/watch?v=l7nArZ3Vmdw&feature=youtu.be&fbclid=IwAR075hSTBfr2m7XaxOs1OvYCBHVAeuPWHhpSkMfnnXQSFhbyWrL4Ck2Z3J0

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები