იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილედ კი ლევან კიკნაველიძე დაინიშნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა. რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა კი ლევან კიკნაველიძემ დაიკავა.
იოსებ ხახალეიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ამ პერიოდიდან ოთხი წელი – რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე.
ლევან კიკნაველიძე დღემდე “ჭიათურ-მანგანუმ ჯორჯიას” მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო. გასულ წლებში კი მუშაობდა: საქართველოს კონტროლის პალატაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქუთაისის სასამართლოში, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები