მაია ცქიტიშვილი: ვმუშაობთ ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებულ მოდელზე

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, უწყების ინიციატივით, ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებული მოდელი მომზადდება. მისივე განცხადებით, საუბარია ისეთი ტიპის დასახლებებზე, როგორებიცაა ბაკურიანი, უშგული, გუდაური, ურეკი.
“თუ პარლამენტი გაიზიარებს ჩვენს ინიციატივას, ცვლილების საფუძველზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევა, მუნიციპალიტეტებს საკრებულოების გადაწყვეტილებით შესაძლებლობას მისცემს შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სათანადო მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე, ესაა – პარკირება, ნარჩენების გატანა, მშენებლობის ნებართვების გაცემა და ამ პროცესის ზედამხედველობა და სხვა. საუბარია ისეთი ტიპის დასახლებებზე, როგორებიცაა ბაკურიანი, უშგული, გუდაური, ურეკი.
საკურორტო დასახლებებში, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, ახალი სსიპ-ი შეასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც დიდ ქალაქებში ასრულებს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები