NDI: ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს.
​კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32 პროცენტი პარლამენტის საქმიანობს ცუდად აფასებს, ხოლო 10 პროცენტი – ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. 8 პროცენტი თვლის, რომ პარლამენტი დადებითად მუშაობს.
​კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები