ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში ადასტურებენ.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზიე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი, 2013 წლიდან საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები