ტიტე აროშიძემ ღორჯომის მოსახლეობას 7 ერთეული მოტობლოკი სათიბელათი გადასცა

0

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი – ტიტე აროშიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთანb – ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის მოსახლეობას შეხვდა და  მათ 7 ერთეული მოტობლოკი სათიბელათი გადასცა.

აღნიშნული ტექნიკა ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებისათვის გაიცემა. განაწილდება 150 ერთეული მოტობლოკი სათიბელას კომპლექტაციით, რომლის  ერთეული ღირებულება 2 ათას 720 ლარია, ფერმერის გადასახდელი თანხა კი 816 ლარს შეადგენს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ქვეპროგრამის “სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის” ფარგლებში, ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე ტექნიკის გაცემა გრძელდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი