ზვიად ძიძიგური: არ მიმაჩნია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პარლამენტმა რამე საკანონმდებლო ტიპის პარამეტრები, რეგულაციები და ჩარჩოები უნდა შემოიღოს

„არ მიმაჩნია, რომ პარლამენტმა რამე საკანონმდებლო ტიპის პარამეტრები, რეგულაციები და ჩარჩოები უნდა შემოიღოს. ეს არ არის სწორი. ეს აღარ არის მაშინ შეწყალების აქტი და პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ახალი კონსტიტუციით ავირჩიეთ ისეთ პერსონად, რომელიც არის ზეპარტიული, რომელიც ზემოთ დგას პოლიტიკურ პროცესებზეც, მოვლენებზეც, რომელსაც ასეთი ჰუმანური აქტების განხორციელების დისკრეცია და უფლება აქვს, ის თავისი ამ აქტებით უნდა ამთლიანებდეს საზოგადოებას”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და პარლამენტი საკითხის დახვეწის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მას დამატებითი სტრუქტურის ან სამუშაო ჯგუფის შექმნაში დაეხმაროს.

„თუ პარლამენტმა დაადგინა პარამეტრები, რომ ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, თუკი ეს კანონში გაიწერა, პირდაპირ კანონმა შეიწყალოს, რა საჭიროა მაშინ პრეზიდენტი ანდა პრეზიდენტისთვის ასეთი ტიპის კონსტიტუციური უფლების მინიჭება. ჩემს კოლეგებთან, ვისთანაც კი საუბარი მქონდა, ამ თემაზე, ყველანი ეთანხმებიან, რომ ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ამ მინდორზე ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ თუ არის საჭირო რამე დამატებითი სტრუქტურის, ან სამუშაო ჯგუფის შექმნა იმისათვის, რომ დახვეწოს პრეზიდენტმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, იმისათვის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს შეწყალება”,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ შეწყალების რაოდენობებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, შეწყალება ძალიან ბევრი პატიმრის მიმართ ხორციელდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები