“ხაშურქალაქობა 2019” 28-29 სექტემბერს გაიმართება

28 -29 სექტემბერს ხაშურში  “ხაშურქალაქობა 2019” გაიმართება. როგორც “კვირას” ხაშურის მუნიციპალიტეტის  მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიაშვილმა განუცხადა,  წელს ადგილობრივი დღესასწაული გასულ წლებთან  შედარებით, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სანახაობრივი იქნება.
“ხაშურქალაქობა” ტრადიციულად, ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ღონისძიებისთვის ჯამში 51 728 ლარი დაიხარჯება. ველოდებით სტუმრებს დამეგობრებული ქალაქებიდან. კონკრეტულად 5 ქვეყნის 7 ქალაქიდან. ღონისძიების ფარგლებში გაიხსენება დ.ყიფიანის სახლ-მუზეუმი სოფელ ქვიშხეთში, გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, სპორტული შეჯიბრებები. ასევე, სპორტსმენთა და საპატიო ხაშურელების დაჯილდოვების ცერემონიალები”,- განაცხადა ხაშურის ნინო სუხიაშვილმა.

“ხაშურქალაქობის“ ღონისძიება 2011 წელს აღდგა და უკვე 8 წელია ყოველწლიურად, სექტემბრის თვეში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები