NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59% მონაწილეობას მიიღებდა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59 პროცენტი ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა.
ამასთან, გამოკითხულთა 41 პროცენტი ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას არ მიიღებდა.
გარდა ამისა, კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, 37 პროცენტი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, გადაუწყვეტელი აქვს 57 პროცენტს, არ ვიცი – 5 პროცენტი, უარი პასუხზე – 1 პროცენტი.
​კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
​ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
​გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები