სოფელ სიმონიანთხევში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონიანთხევში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა. საბავშვო ბაღი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა, ბაღის აღსაზრდელებთან, მათ მშობლებთან და აღმზრდელებთან ერთად გახსნეს.

ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას სიმონიანთხევსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ. დაწესებულება 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი.

„მოხარული ვარ, რომ თიანეთს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შეემატა. სახელმწიფოს სიძლიერე განათლებულ და განვითარებულ ახალგაზრდა თაობაშია. ჩვენი ახალგაზრდების განვითარებას კი საფუძველი, სწორედ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეყრება“,- აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

სიმონიანთხევის საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დააფინანსა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები