“მობილური კინოთეატრი“ ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენებას ზუგდიდის სოფლებში გამართავს

ღია კინოთეატრს ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩავიტანთ და ამ მხრივ აქტივობები განხორციელდება, – ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, დღეს რადიო „ათინათის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „ზუგდიდისთვის“ სტუმრობისას განაცხადა. მერის განმარტებით “მობილური კინოთეატრი” ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენებას ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალგაზრდების და განათლების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით აქტიურად ვართ ჩართულები. ეს შეეხება უქმე დღეების შემოქმედებითად დატვირთვას. იცით, რომ მუსიკალური საღამოები დადიანების სასახლეთა ეზოში იმართება. შაბათობით სკოლებს შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ინტელექტუალურ თამაშებს ვმართავთ. ჩვენ დავიწყეთ ღია კინოთეატრის საშუალებით ფილმების ჩვენება მოსახლეობისთვის. მარტო ქალაქის ცენტრი არ იქნება დატვირთული. უბრალოდ პირველი ღონისძიება დაიწყო აქედან და გავრცელდება მთელს მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

მობილური კინოთეატრი კვირას ანაკლიას ეწვევა. ფილმის ჩვენება კი 19:00 საათზე ანაკლიის ცენტრში გაიმართება.
ღია კინოთეატრის მოწყობის იდეა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის.
ცნობისთვის, პირველი ფილმის ჩვენება ღია ცის ქვეშ გასულ კვირას ზუგდიდის სკეიტ პარკში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები