ბორჯომში, ბუნების შემეცნებით ბილიკზე საინფორმაციო – საინტერპრეტაციო ​ დაფები და სკამი დააზიანეს

ბორჯომში, ბუნების შემეცნებით ბილიკზე, ანუ ე.წ „შვიდბილიკაზე“ საინფორმაციო – საინტერპრეტაციო ახლად დადგმული დაფები დააზიანეს. ბილიკზე, რომელიც ბორჯომის პარკიდან იწყება და პლატოს ტერიტორიამდე გრძელდება, ახალი ინფრასტრუქტურა გასულ თვეში მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურა NACRES- ის წარმომადგენლების მიერ უკვე აღდგენილი და მოწესრიგებულია. მისი წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ვანდალიზმისგან და გაუფრთხილდნენ არსებულ ინფრასტრუქტურას. „შვიდბილიკაზე“ საინფორმაციო – საინტერპრეტაციო დაფები, მოაჯირები, და დასასვენებელი სკამი, NACRES- მა, სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრთან პარტნიორობით, ეკოგრანტების პროგრამის ფარგლებში, BP- ის დაფინანსებით, გასულ თვეში განათავსა. ინფრასტრუქტურის მოწყობით, ბილიკს ახალი დატვირთვა მიეცა. გარდა გასეირნებისა, აქ შესაძლებელია გაეცნოთ ინფორმაციას ბორჯომის ფლორასა და ფაუნას შესახებ, ასევე ბუნებაში ქცევის წესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები