ფერეიდანელ ქართველებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლეს

საქართველოში ფეხით ჩამოსულ ფერეიდანელ ქართველებს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლეს. უნივერსიტეტმა სტუმრებს  საზეიმო დახვედრა მოუწყო. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, სტუდენტები, პროფესორები და ლექტორები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ გადასცა.

“ბედნიერი დღეა რადგან ვმასპინძლობთ იმ ქართველებს, ვისი წინაპრების სისხლითაც არის  ჩვენი მიწა გაჟღენთილი. მიხარია რომ დღეს ჩვენთან არიან”,- ამბობს უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე.

შეგახსენებთ, რომ ფერეიდანელმა ქართველებმა 31 დღე, 1500-მდე კილომეტრი ფეხით იარეს, რათა საქართველოში ჩამოსულიყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები