ჭიათურაში ნაგუთის დასახლებაში ახალი სარეკრეაციო ზონა მოეწყობა

ჭიათურის მერმა – გივი მოდებაძემ მოადგილესთან – თავით ბიწაძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან – ზურაბ ცარციძესთან ერთად ნაგუთის დასახლებაში, ტაბიძისა და ბარათაშვილის ქუჩაზე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ბარათაშვილის ქუჩაზე N40 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და საბაგირო გზის ძველი სადგურის ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ხოლო ტაბიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება, რაც სკვერის აღდგენისა და დრენაჟის მოწყობას გულისხმობს.

ადგილზე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მოდებაძემ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს  მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და უკანონო შემოღობვების აღება დაავალა, რის შემდეგაც  დასასვენებელი სივრცე გაფართოვდება და ტერიტორია კეთილმოეწყობა.

ტაბიძისა და ბარათაშვილის ქუჩაზე სკვერების სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება. ორივე სკვერის მოსაწყობად ჯამში 120 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები