თელავის საკრებულომ  კულტურულ პროგრამაში ცვლილებების პროექტი განიხილა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების სხდომა ჩატარდა. სხდომაზე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების პროექტი განიხილეს.

აღნიშნული პროგრამა სამ ღონისძიებას მოიცავს: “კულტურული ინიციატივები”, “არქეოლოგიური ბანაკი” და ფესტივალი “ხელოვნება და შემოქმედება”. მათგან ორი ფესტივალი უკვე განხორციელდა და დარჩენილი თანხა ღონისძიება “კულტურული ინიციატივებს”დაემატა. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ტრანსპორტირებით მომსახურებისთვის.

კომისიების წევრების განმარტებით, ცვლილების განხორციელება პროგრამის მთლიან ბიუჯეტზე გავლენას არ მოახდენს. საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიებმა მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები