“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ისევე როგორც მკვლელის, მძიმე დანაშაულში მხილებული პირების შეწყალება”

ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში მხილებული ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

“შეწყალების აქტი არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ისევე როგორც მკვლელის, მძიმე დანაშაულში მხილებული პირების შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა მორატორიუმის გამოცხადებით. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან და ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში მხილებული ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორმიუმი გამოაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მომავალი კვირიდან შეწყალების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეწყალების ახალ წესებს დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები